მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი ინფიცირდა, 1 ივლისი 2020 წ.
1593583995
COVID-19

პირველი ივლისის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ახალი ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ჯამში 931-მდე გაიზრადა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 931-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.