მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585722264
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 22 კი, გამოჯანმრთელებულია. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 294 პაციენტი.