მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

ლაბორატორია
1585204643
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ჩვენს კლინიკაში დაგვემატა Covid 19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი. მათგან 1 არის მძიმე პაციენტი. მას აქვს მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და მძიმე ანემია",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, ქვეყნის საკარანტინო სივრცეებში 4055 პირი იმყოფება, რაც შეეხება სტაციონარებს, იქ 252 ადამიანი მკურნალობს.