საქართველოს მთავრობის მიერ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
სპეციალისტები მოქალაქეებს თვითიზოლაციისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.