საქართველოში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 15-ს შეადგენს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 924-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი განიკურნა და მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.