საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, 23 თებერვლის მდგომარეობით საერთო ჯამში გარდაცვლილია 3457 პაციენტი, გამოჯანმრთლებულია 262796, ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 268995-ს შეადგენს.
👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.
👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
აგრეთვე იხილეთ:
ინფიცირება 493, გამოჯანმრთელება 552 - ეპიდვითარება საქართველოში
244 თბილისი, 59 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში