მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა
1618987900
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299038 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 282869 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 4,33%, ბოლო 14 დღის - 3,38%, ბოლო 7 დღის - 4,16%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს

✅დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, სად აიცრებიან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორგანოგადანერგილი პირები

✅„ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე