მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
1620370658
COVID-19

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4245 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%-ია.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 319266-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 298807 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა - 7 მაისის მონაცემები

✅„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✅„არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“ - მარინა ეზუგბაია

✅„ასტრაზენეკას“ დამატებითი 43 000 დოზა საქართველოშია