ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 3 127 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რაოდენობა 246 459-მდე შეადგენს.
👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.
👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
იხილეთ აგრეთვე:
✔️ლევან რატიანი: ჩემი ოჯახი ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს
✔️რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
✔️„ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა“ - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
აზერბაიჯანმა ჩინური ვაქცინის CoronaVac-ის 4 მლნ დოზის შეტანაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.