მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ
1620197328
COVID-19

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური 7,85%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%-ია.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 315 913-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 296 532 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.