მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი პალატაში
1620629227
COVID-19

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4 305 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,48%-ია.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 322 468-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 302 428 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

549 ინფიცირება, 1439 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

158 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

„ადამიანებს აცრისთვის თბილისიდან რეგიონებში წასვლა არ უნდა სჭირდებოდეთ“ - გამყრელიძე