მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი აგრდაიცვალა
1610952990
COVID-19

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ თამარ გაბუნია: ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინის გამოყენება განიხილება

✔️ „ვაქცინაციის გეგმა 60%-ზეა გათვლილი და ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას“ - გამყრელიძე