მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტის განკურნებას ელოდებიან

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585206950
COVID-19

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიან ჟურნალისტებს განუცხადა, "პისიარ" ტესტი გუშინ კიდევ სამ პაციენტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი იყო. მისივე თქმით, ახლა საჭიროა, მათმა ანალიზმა განმეორებით აჩვენოს კვლავ უარყოფითი შედეგი.

"დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით პერიოდულად მიდის პაციენტების მონიტორინგი. ვიწყებთ მათ კვლევას, გამოსაჯანმრთელებელი "პისიარ" ტესტის სახით. ასეთი ტესტირება გუშინ სამ პაციენტთან ჩატარდა და იყო უარყოფითი. ჩვენ ახლა 24 საათის გასვლის შემდეგ ველოდებით განმეორებით ტესტირებას და ჩატარებული ტესტირების შედეგებს მოგახსენებთ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა.