საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი Stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 342 შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 გამოჯანმრთელებულია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა - 2 დეკემბერი
🔴 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა
🔴 Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ