მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის ახალი შტამი
1617778192
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3840 პაციენტი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს მათი რაოდენობა 285 645 -ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მარტო შოლტი და მათრახი არაფერს იზამს, მთავარია თვითშეგნება“ - გამყრელიძე

✔️„ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა შეზღუდვები არ გვქონდეს, ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩავერთოთ“ - ცერცვაძე

✔️„როდესაც 2%-ს გადაცდება ინფიცირების მაჩვენებელი, უკვე მოგვიწევს აქტიურ ღონისძიებებს მივმართოთ“ - თამარ გაბუნია