მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა

ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში
1603181401
COVID-19

დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს 1 ახალგაზრდა, 40 წლის პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს გარდაცვლილი დანარჩენი პაციენტები 60 და 65 წელს ზემოთ არიან.

ამ ეტაპზე გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით, თანმხლებ დაავადებებსა და პროცესებზე ამირან გამყრელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა დღეს დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევებიდან:

🛑 თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა

🛑 ბათუმის რეგიონში - 4

🛑 ქუთაისში -2

🛑 გორში -1

🛑 მცხეთაში - 1

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

👉 თბილისში კორონავირუსის 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა