მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსი რუსეთში
1607195045
COVID-19

ახალციხეში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა.

თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტი, რომელიც რეგიონში პირველი ინფიცირებული მედიკოსი იყო, გარდაიცვალა.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული ექიმი აპარატზე იყო მიერთებული. ამბროსი მოდებაძე ახალციხის კლინიკა „იმედსა“ და რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა.

ვირუსი მას გეგმური ტესტირების დროს, 12 ოქტომბერს დაუფიქსირდა. ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა.

თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი, გუშინ კი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი.