მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 10 საეჭვო შემთხვევას სწავლობენ 

კორონავირუსის სახლის ტესტი
1610184233
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს შეიძლება ანტისხეულები არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტი არ აქვთ.

„ჯერჯერობით, სამეცნიერო პუბლიკაციები რაზეც მიგვანიშნებს, 8 თვის განმავლობაში ადამიანს ძალიან კარგი იმუნიტეტი რჩება. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. მსოფლიოში დაფიქსირებულია რეინფიცირების შემთხვევები, ჩვენ ვსწავლობთ დაახლოებით 10 საეჭვო შემთხვევას, თუმცა მსოფლიოში სულ 20-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ამიტომ 10 მხოლოდ საქართველოში ნამდვილად ვერ იქნება. მოვიძიეთ ამ ადამიანების პირველი დაინფიცირების ნიმუშები, უნდა გაიშიფროს ეს გენომი და მერე მოხდეს შედარება. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ლუგარის ცენტრს ამის შესაძლებლობა აქვს. სამეცნიერო კვლევებით 8-თვიანი იმუნიტეტი დასტურდება, მაგრამ თუ სხვა კორონავირუსებით ვიმსჯელებთ, იმუნიტეტი სულ მცირე 2 წელი რჩება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება

💢ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით

💢2 058 ინფიცირება, 529 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში