დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება.
„დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში ინტენსიური ტესტირება დაიწყება და დღეში 20 000 ტესტი გაკეთდება. ამას, ასევე, დაემატება კერძო კლინიკების ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ასევე, ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების ოდენობა, რომლის პასუხიც 20 წუთში არის“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ინტენსიური ტესტირების მიზანი ინფიცირების ფაქტების სწრაფი გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია
👉 თბილისი 1 705, იმერეთი 624 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
👉 კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა - 2 დეკემბერი
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს.
„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ. ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს.
ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.