მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდ-19-სგან კიდევ 13 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596693757
COVID-19

საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 13-მა პაციენტმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

6 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 987-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დადასტურებულ კოვიდშემთხვევევს, მათი რიცხვი 1206-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.