მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 31 მაისი 2020 წ.
1590908578
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადგინდა.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"შემოგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 783 შემთხვევა. განკურნებულებს დაემატა 5 ჯერჯერობით. ამ მონაცემების გათვალისწინებით ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია. ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.