მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს ასცდა
1605943250
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გაზრდილია კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობაც. 21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 927 პირი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დამარცხება 81783 ადამიანმა შეძლო.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 948-ს შეადგენს. 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში,

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თბილისი 1 247, აჭარა 742 - როგორია კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 იგეგმება თუ არა სრული ჩაკეტვა საქართველოში? - კალაძის განმარტება

🔴 სამწუხაროდ ჩვენ გაგვეპარა ეს - ექსპერტი კორონავირუსზე