მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორსულის ფოტო
1585218965
COVID-19

"ბოლნისიდან გადმოჰყავთ ვირუსდადასტურებული ორსული ქალი. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის ვერ მომაწოდა საგანგებომ",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორსულ ქალს ვირუსი სწრაფი ტესტის მეშვეობით დაუდგინდა, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მას კორონავირუსზე "პისიარ" კვლევა ჩაუტარდება.

როგორც მან აღნიშნა, ქალის მკურნალობაში მეან-გინეკოლოგიც ჩაერთვება.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.