მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები მოეწყოს

საველე ჰოსპიტალი
1627458162
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, იქ მაინც არის ინფექციის გავრცელება.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა, იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის.

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას ბევრი ბერკეტი არ გააჩნია. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსი ქვეყანაში არის“, - აცხადებს ტიკარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა უწყება საველე ბრძოლისთვის და საჭირო გახდება თუ არა კლინიკების გარეთ მოწყობა, მინისტრი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებებიც საჭირო გახდეს“, - დასძინა ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 „ვაქცინას არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით ადამიანი 14 210 აიცრა

🔴 „თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? გვაბულინგებდით „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების გამო და ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდით?“ - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს