მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საეკლესიო პირები, ჯარისკაცები - ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტები

კორონავირუსი 2020
1586442327
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, სადაც განსაზღვრულია საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტები ჩაუტარდებათ. ესენია: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, საეკლესიო პირები, მონასტრები.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სწრაფი ტესტი უტარდებათ მაღალი რისკის კონტიგეტს, რომლებსაც სპეციფიური სიმპტომები აქვთ. ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან;

პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე IgM/IgG.

ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტებიდან ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება. ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. "ცხელების კლინიკებში" შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით, და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის.