მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკონდიტრო „დონას“ კლასტერში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექცია 2020
1599030277
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი დადასტურებული შემთხევვიდან 22 ბათუმიდანაა. მათი ინფიცირების წყარო საკონდიტრო „დონაა“. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კლასტერში ჯამში უკვე 24 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის ინფიცირებულია საკონდიტროს მფლობელიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 548 ფაქტია დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1 270 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.