მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს

რეგულირების სააგენტო
1618399375
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.

როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.

„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამასთანავე მოგეხსენებათ რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“ - განმარტავს ზაალ კაპანაძე.

„ამ ეტაპზე, „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 4 დაწესებულებას უარი ეთქვა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო 10-მა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, უარი ეთქვა 2 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ, დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება“- წერია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 403-მა ადამიანმა გაიკეთა. 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 23 493 ადამიანია აცრილი.

იხილეთ აგრეთვე:

✅გიორგი ხანიშვილი: ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი

✅664 თბილისი, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✅1085 ინფიცირება, 432 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში