მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამედიცინო პერსონალის დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1615914191
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის საქართველოში შემოტანას ტვიტერზე ეხმაურება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი 43 200 დოზა უკვე საქართველოშია. სამედიცინო პერსონალს უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მდგრადობაში. ამგვარად, მათი დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია“, - აღნიშნავს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, „ასტრაზენეკას“ პირველი 43 000 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველ ეტაპზე მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.