მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“ - ივანე ჩხაიძე

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“
1622546623
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა, თუ რით განსხვავდება სამხრეთ აფრიკული შტამი, COVID 19-ის სხვა შტამებისგან და მოქმედებს თუ არა მასზე არსებული ვაქცინები.

„სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება გახლავთ, მისი უფრო მეტი მდგრადობა ვაქცინების მიმართ.

დიახ, ამ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად უფრო ეფექტურად, ვიდრე ჩინური შტამის საწინააღმდეგოდ. ეს ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული ან ინდური შტამების შემთხვევაში.

ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სამხრეთ აფრიკული მუტაციის. ეს არის ის გამომწვევი, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება, უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს და ვაქცინების ზემოქმედება ამ შტამზე არის შედარებით ნაკლები“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში, დღეს სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

👉 საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა