მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამშენებლო ობიექტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი დაიწყო

გზის რეკონსტრუქცია
1586338044
COVID-19

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობასა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შერულების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.  

სააავტომობილო გზების დეპარტამნტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები.

უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.