მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამუშაო საათების შემცირება, ტრანსპორტის შეჩერება - ქვეყანაში შეზღუდვები გაფართოვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი
1606146546
COVID-19

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ქვეყანაში შეზღუდვები გაფართოვდება, თუმა ეს ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება. 

„ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთის მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორეს მხრივ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში სრული ლოქდაუნის გამოცხადების საშუალებას არ იძლევა, რომელიც ითვალისწინებს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას. თუმცა, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

„დღეს კორონავირუსის დაახლოებით 4 000 ახალი შემთხვევა გვქონდა. ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია. შესაბამისად, საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, სიტუაცია დავასტაბილუროთ, რითაც მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას მივცემთ, რომელიც მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის აუცილებელია“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა დაწესდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, ამას კი ხელს შეუწყობს მაგალითად სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, ცალკეულ ქალაქებში ტრანსპორტის შეჩერება.

„როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ პრაქტიკას რომელსაც ყველა ქვეყანა მიმართავს.

ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე , რომ ვირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალებაა მობილობის დაგდება, ისევე როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა , შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპოტის შეჩერება, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ ლოქდაუნზე, ან ლოქდაუნის მსგავს ღონისძიებებზე. ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ და შევანელოთ ვირუსის გავრცელება”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔅საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში ლიდერია

🔅 სრული ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება - მთავრობის ადმინისტრაცია

🔅ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: ხალხმრავალი თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას