მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანდოა თუ არა რუსეთის კორონავირუსის ვაქცინა? - რას ამბობენ მეცნიერები

კორონავირუსის რუსული ვაქცინა
1597160363
COVID-19

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა, თუმცა მეცნიერებს მის სანდოობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

როგორც Reuters წერს, იმუნოლოგები და ინფექციური დაავადების ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყოს, რადგან ქვეყანას ვაქცინის მასშტაბური გამოცდა აქამდე უნდა ჩაეტარებინა.

ბრიტანელი სპეციალისტი რუსეთს აფრთხილებს, რომ ვაქცინას შესაძლოა მავნე ზემოქმედება ჰქონდეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ირწმუნება, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთის მიერ შეიქმნა, უსაფრთხოა.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ქმნის ძლიერ იმუნიტეტს და მან ყველა საჭირო შემოწმება გაიარა“, - აცხადებს პუტინი.

ლონდონის გენეტიკის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება უგუნურია.

„არასწორად ტესტირებული ვაქცინით მასობრივი ვაქცინა არაეთიკურია“,- ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, ვაქცინა, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა, „გამალეიას“ ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს და მას კლინიკური კვლევების ორი ფაზა გავლილი აქვს. მესამე ფაზის დაწყებას რუსეთი უახლოეს პერიოდში აპირებს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 897 599 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 15 000-ზე მეტი პაციენტი.