მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს კოვიდი დაუდასტურდა
1600506378
COVID-19

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

„მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 19 სექტემბერის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა.