მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია

სასწრაფოს მანქანა ქუჩაში
1586087072
COVID-19

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კოვიდინფიცირებული 67 წლის პაციენტი "ცხელების ცენტრში" გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა.

"ცხელების ცენტრიდან" კი მამაკაცი ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც ასევე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალბატონის ბიოლოგიური ნიმუში ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია.

ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ცხოვრობდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ცნობისთვის, იმერეთში საკარანტინო სივრცეებში 400- მდე მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში 170 ადამიანი იმყოფება.

ქუთაისის ლაბორატორიას ამუშავებიდან ამ დრომდე 304 ნიმუში აქვს გამოკვკეული და აქედან რვა დადასტურებული დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსით 170 ადამიანია ინფიცირებული.