მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სასწრაფოს მანქანა ღამე
1585932968
COVID-19

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინა. ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

"ვადასტურებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საგანგებოს სიტუაციების სამსახურისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უმცროსი ექიმია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სიმპტომები გუშინ დაეწყო",-აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.

მისი თქმით, ექიმს კორონავირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. როგორც ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოპი პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.