მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 62 წლის პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585989716
COVID-19

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტურია და ის მართვით სუნთქვიდან არის მოხსნილი.

"კლინიკაში გვყავს 62 პაციენტი, აქედან 38 ვირუსზე დადასტურებული შემთხვევაა. დანარჩენები ლუგარიდან ელოდებიან პასუხებს. ყველაზე მძიმე პაციენტები, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებიან, პაციენტი, რომელიც 62 წლისაა, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მდგომარეობა სტაბილური და კონტაქტურია. ვიტალური ფუნქციები შენახულია. ამ ეტაპამდე რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად უახლოეს საათებში გადავა თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა რატიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ 80 წლის ვირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.