მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან COVID-19-ით ინფიცირებული 2 ქალი შეიყვანეს

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585665084
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან COVID-19-ით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს.

როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, ვირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კრიტიკულ მდგომარეობაში და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. ორივე დადასტურებული შემთხვევაა სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან შემოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა გამოვლენილი.