მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585717746
COVID-19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აღნიშნულის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

"მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. მეორე ქალბატონიც, რომელიც არის 80 წლის და აპარატურულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ", - განაცხადა ლალი ტურძემაძემ.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა გამოვლენილი.