მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს Covid-19 არცერთს არ უდასტურდება

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1589185681
COVID-19

რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს კოვიდინფექცია არცერთს არ უდასტურდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, დღეს კლინიკას კოვიდინფექციისგან განკურნებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 68 პაციენტი, აქედან 52 კოვიდინფიცირებულია. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ეს ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით, ამ პაციენტებთან კოვიდინფექცია არცერთთან არ დასტურდება. განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს, დაახლოებით ალბათ დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება და კიდევ დატოვებს რამდენიმე პაციენტი კლინიკას", - აღნიშნა რატიანმა.