მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავაჭრო მოლები, საგამოფენო სივრცეები - სად იქნება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები?

ექსპო ჯორჯია
1623144598
COVID-19

„ივლისიდან ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, დაახლოებით დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად და ამისათვის ვემზადებით. ივლისს - აგვისტო, სექტემბერი-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ ვაქცინას“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის პუნქტები გაფართოვდება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საჯარო ცენტრებთან.

„ჩვენ შეგვეძლება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, ამისათვის ინტენსიურად ვემზადებით. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ბრიგადები უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მობილიზაცია განხორციელდეს. ამ თვის ბოლომდე 400 ბრიგადამდე უნდა ავიდეთ.

ქვეყნის 4 ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები, თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

მაგალითად, თბილისში „ექსპო ჯორჯიასთან“ ვთანამშრომლობთ, რომ მათი პავილიონების გამოყენება მოხდეს ვაქცინაციისათვის. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ჰუალინგის“ ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და სავაჭრო მოლებთან.

ვმუშაობთ, რომ ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი (ონლაინ) დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 455-მა ადამიანმა გაიკეთა.

8 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 178 738 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 51 248 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით“ - გამყრელიძე

✅ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება - გაბუნია

✅„მალე დასახელდება თარიღი, თუ როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა“- თამარ გაბუნია