მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს

ვაქცინაცია
1623743147
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირება განიხილება, რაც ნიშნავს იმას რომ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდება ვაქცინაციის ადგილები და შესაბამისად ბრიგადებიც დაემატება.

გაბუნიას თქმით, დღეისთვის 200-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს.

„ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასევე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანია მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება, სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის ხარჯზე.

ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენის მობილიზება. კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს მოლებთან, ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე.

ასევე რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა იგეგმება. მუშაობა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებისკენ, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გამოვლინდა კომპანია, რომელიც დაგვეხმარება კამპანიის წარმოებაში.

ასევე, როგორც იცით ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, გვეხმარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ამასთან, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 586 თბილისი, 131 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 1092 ინფიცირება, 775 გამოჯანმრთელება, 23 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 161 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

👉 „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“ - ცერცვაძე