მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება საკმარისი იქნება

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება საკმარისი იქნება
1626778285
COVID-19

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება საკმარისი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს.

„ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არა მარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.