მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერეთის პატრიარქი კოვიით გარდაიცვალა
1605858296
COVID-19

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას reuters ავრცელებს. 

„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა“, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ დედაქალაქ ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

მას COVID-19 მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე უფროსი სასულიერო პირის მიტროპოლიტი ამფილოჰიეს პანაშვიდზე დასწრების შემდეგ დაუდასტურდა, რომელიც ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა.

„ჩემთვის პატივი იყო თქვენი გაცნობა. შენნაირი ხალხი არასდროს მიემგზავრება“, - წერს ვუჩიჩი ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე ირინეოსის ფოტოს ქვეშ.

🔺 ირინეოსი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე პატრიარქი 2010 წელს გახდა. ეკლესიას 12 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ძირითადად სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში, ხოლო ეპარქიები შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა