მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემდეგ 2 თვეში ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს კოვიდით სიკვდილი ელოდება“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1634033279
COVID-19

„შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს კოვიდით სიკვდილი ელოდება“, - ასე გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელს.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ცივილური საზოგადოების არჩევანი ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტია.

„ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები 10X ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის“, - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე