მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“ - ინფექციონისტი

„შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“
1627974983
COVID-19

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად საყურადღებოა და შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ განაცხადა.

„შემოდგომაზე, როდესაც გაცილებით გაიზრდება მობილობა, ეს იქნება უნივერსიტეტები, სკოლები, ბაღები, ამ შემთხვევაში დატვირთვა გაცილებით მეტი იქნება და თუ არ მოვახერხეთ ის, რომ შევამცირეთ დღიური მაჩვენებელი, ჩვენთვის გაცილებით რთული იქნება.

სტაციონარებსაც აქვს მისი მაქსიმალური რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგ უკვე დავდგებით ძალიან მწვავე რეალობის წინაშე.

რაც უფრო ბევრი იქნება ინფიცირებული, მით მეტია მძიმე მიმდინარე და ისეთი პაციენტი, რომელსაც სჭირდება ინტენსიური რეანიმაცია, მართვითი სუნთქვა და გარდაცვალების რიცხვიც გაცილებით მეტი იქნება“. - აცხადებს ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „კორონავირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა“

👉 იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია?

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“