მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლების სამსახურში კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირების შედეგები ცნობილია

შემოსავლების სამსახურის ფასადი ორთაჭალაში
1599757276
COVID-19

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, 28 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირება საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკვლეული პირებიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, როგორც უკვე ცნობილია, 8 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვები პუნქტი, „სარფის“ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამ პერიოდისთვის მიზნობრივი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 78 253 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს.

„ახალ კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე იმ პირთა მონიტორინგი, რომლებიც ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმით რისკჯგუფებს განეკუთვნებიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ თანამშრომელს ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად უტარდება მიზნობრივი ტესტირება და მხოლოდ გამოკვლეული ნიმუშების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აგრძელებს ის სამუშაოს შესრულებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხორციელდება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, კორნავირუსზე ტესტირება საბაჟო-გამშვები პუნქტების უკლებლივ ყველა, ჯამში 1260, თანამშრომელს ჩაუტარდა.