მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი“ - იმნაძე

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1610359802
COVID-19

„ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც აღიარება ექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც პრეკვალიფიცირებული იქნება ჯანმოს მიერ და ექნება ე.წ. აღიარება.

„ჩემი პირადი აზრი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთია. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრი ბევრს არაფერს არ წყვიტავს, მაგრამ ჩინეთს თუ შევხედავთ რაღაცას გვაჩვენებს.

ჩვენთან არსებობს კანონი. კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ან ე.წ. აღიარებითი რეჟიმი ექნება. აქ არის დაახლოებით 35 ქვეყანა, სადაც არიან ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები. ეს არის ქართული მოთხოვნები.

ამიტომ ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც აღიარება ექნება. სიძვირეს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. საქართველოში რომ იცოდეთ ბავშვებისათვის, გეგმიური ვაქცინაციისათვის გამოიყენება ე.წ. 6 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ყველაზე ძვირიანი ვაქცინაა, ბოლო წლებში 4 ჯერ გაიზარდა იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები“, - აცხადებს იმნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება