მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემთხვევები მოიმატებს... ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დაავადებულთა მატებასთან ერთად გარდაცვლილების რაოდენობაც გაიზრდება“ - პაატა იმნაძე

იმნაძის კომენტარი
1602006806
COVID-19

„ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგებს და სახელმწიფოს კორონავირუსის მართვის სადაავეები ხელიდან არ გაქცევიათ“, - ამის შესახებ პაატა იმნაძებ სტუმრად ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გაჩერებაზე ადვილი არაფერი არ არის და საქართველო აღარ შეიძლება იყოს ჩაკეტილი.

„თუკი გავატარებდით კონკრეტულ შეზღვუდვებს, შესაძლებლობა გვექნებოდა ბოლომდე გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, უბრალოდ აღარ შეიძლება ქვეყანა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

გაჩერებაზე ადვილი არაფერი არ არის. ჩინეთი აკეთებს ამას, ძალიან მარტივად, გაჩნდება შემთხვევა და ჩაიკეტება კვარტალი, ქალაქი, სოფელი - ამაზე ადვილი არაფერი არ არის. დღეს საქართველო ვერ გაჩერდება. ქვეყანა მუშაობს, სწავლობს და, შესაბამისად, შემთხვევები მატულობს, იზრდება დაავადებულების რიცხვი, რაც არ არის გასაკვირი", - განმარტა იმნაძემ.

პაატა იმანძე, აგრეთვე, აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ხალხის დაუდევრობის გამო შემთხვევები მოიმატებს და იქნებიან გარდაცვლილებიც.

„მარტივი წესია, რომ ნიღაბი გავიკეთეოთ, დისტანცია დავიცვათ. ამის გაკეთებაც კი არ უნდათ ადამიანებს, შესბამისად, შემთხვევები მოიმატებს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დაავადებულთა მატებასთან ერთად გარდაცვლილების რაოდენობაც მოიმატებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

„როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, არ მიყვარს სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება ავად, მით უფრო დიდია ალაბთობა იმისა, რომ კორონავირუსმა მარტივად შეიწიროს მეტი სიცოხლე, ეს კი არ გვინდა", - აღნიშნა იმნაძემ.