„ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში, როგორც არის დღემდე განსაზღვრული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უკურეაქციის შედეგი არ უნდა დადგეს.
„სახელმწიფოს მიდგომა არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ.
ვინაიდან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ხელახალ ჩაკეტვებზე, ვიცით ეს რამდენად მძიმეა და შესაბამისად, ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე.
ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება როგორც ჩაკეტვების გეგმაში, რომელიც არის დღემდე განსაზღვრული. შემდეგ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით 4%-ზე ნაკლებ დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა თუ რომელიმე კვირის სხვა ორი დღე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ გიორგი ფხაკაძე: საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.
„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.