მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთობლივად ეკისრება“- ნათია თურნავა

ენგურჰესის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
1614164989
COVID-19

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომენტარი გააკეთა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთობლივად ეკისრება.

მისი თქმით, ეს არის ძალიან სასიამოვნო სიახლეები ბიზნესისთვის და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.

„იმისათვის, რომ ჩვენ მივსულიყავით დღევანდელ დღემდე და საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიგვეღო, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვემუშავა.

რეალურად უნდა გვენახა, რომ დადებითობის მაჩვენებელი არა ერთ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში იყო.

ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ამ შეზღუდვების მოხსნამ ეპიდვითარების გაუარესება გამოიწვიოს, ამიტომ ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა.

ასევე, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა იმ ბიზნესმა, ვისაც ჩვენ ახლა ვხსნით. იმიტომ, რომ ეს არააა უპირობო გადაწყვეტილება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თუკი დავინახეთ, რომ ჩვენი კონტროლისა და მოწოდებებისა, ადამიანებმა და მომხმარებლებმა ვინც მივა რესტორანში, მოლში ან ბაზრობაზე, ფიტნეს-ცენტრში, აღარ დაიცვეს რეგულაციები, არ გამოიყენეს პირბადე, ან თუ დავინახავთ, რომ იგივე სარესტორნო ბიზნესი არ ასრულებს სავალდებულო პროტოკოლებს, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა არის უპირატესი და დავაწესებთ შეზღუდვებს“ - განაცხადა თურნავამ.

24 თებერვალს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ძალაში დარჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება

✔️რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

✔️პირველი მარტიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ